ავტორი:

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინე ზონებში გადაყვანას Georgian Bus უზრუნველყოფს

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინე ზონებში გადაყვანას Georgian Bus უზრუნველყოფს

სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე ზონებში, სატრანსპორტო კომპანია "ჯორჯიან ბასი" უზრუნველყოფს.

შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ "ჯორჯიან ბასი" აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ყველა უსაფრთხოების ნორმები დააკმაყოფილა და უკვე ათეულ დღეზე მეტია ახორციელებს სატრანსფერო სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს მგზავრთა საკარანტინე ზონებში გადაყვანას, როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე თითქმის ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტიდან: სარფის, ლარსის, წითელი ხიდის და ა.შ

კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტოები, რა ეკიპირებით გადაჰყავთ მძღოლებსა და გამცილებლებს საქართველოში ჩამოსული მგზავრები. "ჯოჯიან ბასის" წარმომადგენლები თეთრ სკაფანდრებში, პირბადეებითა და ხელთათმანებით ხვდებიან მგზავრებს და საკარანტინე ზონებში გადაჰყავთ.

"ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, "ჯორჯიან ბას" ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოში დაბრუნებული თანამოქალაქეების საკარანტინე ზონებში გადაყვანას, ყველა იმ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ჩვენ მადლიერები ვართ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მათი თითოეული თანამშრომლის, ჩვენდამი ნდობის გამოცხადებისთვის.

გვინდა უდიდესი სიამაყის გრძნობით მადლობა გადავუხადოთ "ჯორჯიან ბასის" თითოეულ თანამშრომელს და განსკაუთრებით მძღოლებს გაწეული გმირობისთვის, მათი საქმის პირნათლად შესრულებისთვის. მადლობა თქვენი თავდადების და უმაღლესი პასუხისმგებლობის გამოვლინებისთვის.

ჩვენ კვლავ ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე და გვჯერა რომ ერთმანეთის თანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ ვირუსს" - ნათქვამია "ჯორჯიან ბასის" განცხადებაში.

LIVE:  "სპეცპროექტი - COVID 19" - თენგიზ ცერცვაძე

"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტარნსპორტირებას უზრუნველყოფს

საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან COVID-19-ით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს - ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა