ავტორი:

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერის მკვიდრები არიან.

ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ამ დრომდე კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი აფხაზეთიდანაა, მას კორონავირუსი ლაბორატორიულად გუშინ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტს 25 მარტს.

გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - რა კომენტარს აკეთებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში

ვის და როგორ გადაჰყავს ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები საკარანტინე ზონებში

ოჯახის წევრის დაკრძალვაზე თბილისიდან კარდენახში ჩასულ ახალგაზრდას, კორონავირუსი აღმოაჩნდა - მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს