ავტორი:

ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება.

როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 პაციენტია მოთავსებული.

„ერთი შემთხვევა სომხეთიდანაა შემოსული. ორი შემთხვევა თუ არ ვცდები, საფრანგეთიდანაა და მეოთხის წყარო ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ჩვენთან 36-ია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებითვე, კრიტიკული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„უცვლელი მდგომარეობაა, გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, ორის მდგომარეობა კრიტიკული და ჯერ კიდევ არასტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეა, რაც დასტაბილურდა. თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახა მათი მდგომარეობა და პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება. ასევე, გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც ალბათ, დღის განმავლობაში კლინიკას დატოვებს, რადგან უკვე „კომენდანტის საათია“ და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ.

ჯამში, ჩვენს კლინიკაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, დღეს დილიდან 9 პაციენტზეა ანალიზები აღებული, დანარჩენს დღის მეორე ნახევარში ვნახავთ“, - აცხადებს ეზუგბაია.

გუშინ საღამოდან ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაცინტების მდგომარეობა მძიმე არ არის. რაც შეეხება ბათუმიდან ჩასულ მოზარდს, ეზუგბაიას განცხადებით, ის მშობელთან ერთად არის, რომელსაც "კლინიკა გამოუვლინდა" და სავარაუდოდ, კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, ერთ-ერთი მათ შორის ბათუმიდან მოდიოდა მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს არა, მაგრამ მასაც კლინიკა აქვს, ასე რომ, მასაც დაუდასტურდება. ჯერჯერობით, ახალი შემოსული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ, ამ კვლევებით მიღებული მონაცემებისა და პაციენტის მდგომარეობის შედეგის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარება და ამაზე მოგახსენებთ დინამიკაში. ერთი სომხეთიდანაა შემოსული, ორი არის საფრანგეთიდან და მე-4 პაციენტის წყარო ჯერჯერობით, მოძიებული არ არის, მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ონლაინ ვაჭრობა დაშვებულია - რა წერია მთავრობის დადგენილებაში

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი