ავტორი:

"აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება..." - რა დავალება მისცა პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს

"აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება..." - რა დავალება მისცა პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში. აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი.

სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია რამეთუ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის - პირველი არის ჯანდაცვა და მეორე - ეკონომიკა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

"ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

LIVE: "360 გრადუსი" - სოფო შევარდნაძე, ბექა ოდიშარია, სოფო კილაძე

შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

LIVE: "360 გრადუსი" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბექა გოგინაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი ეკა ჩაკვეტაძე, ექიმი ოთარ ტატიშვილი