ავტორი:

"ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის ცხელი უთოს გამოყენება ეფექტურია" - პაატა იმნაძე

"ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის ცხელი უთოს გამოყენება ეფექტურია" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ყველა ნივთს ეხება. ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა ბზობას

კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - რა პროგნოზს აკეთებს ლევან რატიანი

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით