ავტორი:

ქართველმა ლექტორმა მანქანაში წინ მანეკენი "ლოლა" ჩაისვა და პატრულს "ეღადავება"

ქართველმა ლექტორმა მანქანაში წინ მანეკენი "ლოლა" ჩაისვა და პატრულს "ეღადავება"

"ჩვენ ვაპირებთ გავაპროტესტოთ ჩვენი მთავრობის უაზრო ყოველდღიური შეზღუდვები..." - ამ სიტყვებით დაიწყო მანქანიდან "ლაივი" ეკონომიკის ლექტორმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელმაც მანქანაში გვერდით ჩაისვა მანეკენი სახელად "ლოლა" და თბილისის ქუჩებში სერინობა დაიწყო.

ბატონი ალექსანდრეს "ნოუჰაუმ", რომელიც ასევე პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მხარდამჭერია და "გირჩის" სკოლაში ლექციებს კითხულობს, სოციალურ ქსელში საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია.

  • "პატრულის ბიჭებს უამრავი თავსატეხი აქვს, დღე-ღამეს ასწორებენ, ოჯახებს, ახალდააბადებულ შვილებს ვერ ნახულობენ, ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, და რა დროს მათი ტაკიმასხარაობისთვის მოცდენაა? ხოლო მათ ვინც შესღუდვების დედაარსს ვერ ჩაწვდა ჩემ ვერსიას შემოგთავაზებთ"

  • "ყველანაერ უნამუსობას პერფორმანსი რატო ქვია ამიხსნის ვინმე?! ყველაზე კორექტული სიტყვა რაც შემიძლია მოვძებნო (უნამუსობაა) დიახ უნამუსობაა ეღადვაო და ეკაიფო იმ ხალხს ვინც დღეს და ღამეს ასწორებს იმისთვის რო დაგიცვას!"

  • "დღეს რომ ადამიანს ამის დრო გექნება ,რომ ჩვენს მართლა გმირ პოლიციელებს და პატრულს დრო წაართვა ამ ძნელბედობის ჟამს არ ვიცი ამას რაქვია ⁉️მე მგონი ამ ლაივით გავარსკვლავება უნდოდა და ჩემთვის გადაიღო, ვარსკვლავი ბეჭზე დაგახატოთ?პოლიციის საქმეა შემოწმება,ნაღდი ხარ, ტუფტა თუ ,,მომავალი ვარსკვლავი, ლაივიდან ლაივამდე! " - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"ლოლასთან" ერთად მგზავრობისას რაქვიაშვილი რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, თუმცა სიტუაციაში გარკვევის შემდეგ იგი სამართალდამცველებს, რა თქმა უნდა, არ დაუჯარიმებიათ.

მოგეხსენებათ ახალი შეზღუდვებით აუცილებელია ავტომობილში სოციალური დისტანცია იყოს დაცული. საყოველთაო კარანტინის დროს, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი - წინ მძღოლი, ორი მგზავრი კი განთავსდება უკანა სავარძელზე;

"37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ" - რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის მსუბუქი ფორმის სიმპტომებზე

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

"გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედიოდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს" - იმნაძე