ავტორი:

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

ნიუ იორკში კორონავირუსის ახალი ტიპით, COVID-19-ით იმაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ვიდრე აშშ-ის გარდა, მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ დროისთვის ქალაქში 161 504 შემთხვევაა აღწერილი, მაშინ, როცა მთელ ესპანეთში კორონავირუსის 157 022 შემთხვევაა, იტალიაში - 143 000, გერმანიაში - 118 235, საფრანგეთში - 117 749.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპული ქვეყნები ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ხუთეულში შედიან.

ამერიკულ მეგაპოლისში ამ დროისთვის 7 067 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 8 232 გამოჯანმრთელებული.

BBC ავრცელებს, ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ მარხავენ ცხედრებს საერთო სასაფლაოზე. როგორც BBC წერს, ფოტოები ჰარტ აილენდზეა გადაღებული, სადაც წლებია ისეთი ადამიანების ცხედრებს მარხავენ, ვისაც ახლობელი, ოჯახი არ ჰყავს. როგორც BBC წერს, 40 კუბო ერთ სამარხში მოათავსეს.

"ათწლეულების განმავლობაში ჰარტ აილენდი გამოიყენებოდა იმ გარდაცვლილთათვის, რომლებსაც ოჯახი არ ჰყავდათ და ამ ადგილის ამავე მიზნით გამოყენებას გავაგრძელებთ.

ადამიანთა ცხედრებს, რომლებიც გარდაიცვლებიან COVID-19-ით და ვერ მოხერხდება მათი იდენტიფიცირება, ან არ ეყოლებათ ახლობელი, ან ოჯახი, აქ დავკრძალავთ" - ამბობს New Your Post-თან ნიუ იორკის მერის წარმომადგენელი, ფრედი გოლდსტეინი.

მთლიანად აშშ-ში კორონავირუსით ამ დროისთვის 468 895 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 16 697 გარდაიცვალა, ხოლო 25 928 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენი ურყევი რწმენა იგივეა, ჩემთვის აღდგომა იმედის დროა" - რას წერს ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში

მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება

სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს - გულგრილობა, ეგოიზმი... - ეს სიტყვები სამუდამოდ ამოვშალოთ - რომის პაპი