ავტორი:

80 წლის ქალი, რომელიც მძიმედ იყო, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს - ლევან რატიანი

80 წლის ქალი, რომელიც მძიმედ იყო, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 80 წლის ქალს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ორჯერ ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუფიქსირდა და სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 81 პაციენტიდან 66-ს აქვს კორონავირუსი.

„რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. რაც შეეხება 80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას. ორჯერ ჩატარებული ტესტის შემთხვევაში მასთან აღარ დადასტურდა ინფექცია. ასევე, იცით, რომ გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით და ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ. დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა, ეს პაციენტი არის ახალგაზრდა, რომელიც იყო სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი დარღვევით და ჩატარებული სიმპტომური კვლევის შედეგად მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა? - WHO-ს ცნობით, სამი მათგანი უკვე ადამიანზე გამოსცადეს

ყველა, ვისაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის

"ბოლოს ხარების ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა, ლიტანიობაც ჩაატარა" - ახალი დეტალები Covid-19-ით ინფიცირებულ მოძღვარზე