ავტორი:

"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე

"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება.

როგორც ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღვთისმსახურება ჩატარდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

"სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდი გამოვთქვა. ხვალამდე მოვიცადოთ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

"დავაზუსტებთ ამ ყველაფერს ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დაარღვიონ. მე ადრეც ავღნიშნე, ის რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიამ, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება.

ჯანდაცვის სისტემის მთავარი სტრატეგია არის, სახელმწიფოსი და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ.

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

7-11- 21 - ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!

გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის დალი ბერულავას რეკომენდაციებს - როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციის დღეებს