ავტორი:

"პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საგანგაშოა - შემთხვევები უკვე ყველა სოციალურ ფენაშია" - გამყრელიძე

"პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საგანგაშოა - შემთხვევები უკვე ყველა სოციალურ ფენაშია" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული.

"გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა, ერთხელ 19 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში.

ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული.

რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - დალი ცატავა სააღდგომო სუფრის რიტუალებზე

სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება