ავტორი:

"პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა..." - რას წერს ცნობილი პედიატრი

"პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა..." - რას წერს ცნობილი პედიატრი

თემურ მიქელაძე საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს. ცნობილი პედიატრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართვას უერთდება და ადამიანებს შინ დარჩენას სთხოვს:

"პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა: სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, #დარჩისახლში", - წერს თემურ მიქელაძე.

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე

"მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ" - ალეკო ცქიტიშვილის ემოციური მიმართვა