ავტორი:

დღის ფოტო: ქართველ ექიმს დიდი ხნის უნახავი შვილი ეკრანზე ეფერება

დღის ფოტო: ქართველ ექიმს დიდი ხნის უნახავი შვილი ეკრანზე ეფერება

ქართველი ექიმი მარიამ გრიგორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ეფერება ეკრანზე გამოჩენილ დედას დიდი ხნის უნახავი მცირეწლოვანი შვილი. მარიამი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ყველაზე მძიმე პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც ის წერს, შვილი ბოლოს 19 მარტს ნახა და შემდეგ "რამდენიმე კვირით დაიკარგა". ექიმი აღწერს, თუ რამდენად რთულ რეჟიმში უწევთ მედიკოსებს მუშაობა და მიმართავს ყველას, დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ მითითებული რეკომენდაციები.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ეს 30 ახალი პაციენტით ზრდაა. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.

ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე" - რუსუდან შარაძე

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე