ავტორი:

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნინო მიქაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქალი დაავადებასთა ბრძოლის დროს.

იტალიელები მას "ნინა ჯორჯიანას" ეძახიან. წლების წინ თავადაც მედიცინის მუშაკი იყო, დღეს კი კონდიტერია და საავტორო კერძების რეცეპტები აქვს.

აი რას წერს ქართველი ემიგრანტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან:

"ფოტოები, რომელსაც არ ვაქვეყნებდი, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ დავდო... დიახ ეს მე ვარ. ამ ორ ფოტოზე, იცით განსხვავება რა არის? პირველში ვებრძვი უხილავ მტერს, მეორეში კი ზავდადებული ვარ, ექვსი დღის უძინარი. დამამშვიდებელს არ მაძლევდნენ, რადგან საშიშროება იყო, რომ ვერ გამოვიღვიძებდი.

მახსოვს, როდესაც პირველი ჟანგბადის ნიღაბი გამიკეთეს, ირგვლივ როგორ მიწვავდა შიგა რეზინი სახის კანს და როგორ მიწიოდა ყურში. დამჯდარი ვათენებდი და ვაღამებდი. ამ სამყაროს ჩემად ვერ აღვიქვამდი, ჟანგბადი არ მყოფნიდა და ვიხრჩობოდი, მაგრამ უფლის წყალობით და თქვენი ლოცვით მე გადავრჩი.

არ ვიცი ამ ჩემს პოსტს ვინ როგორ მიიღებთ, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ჩემი ეს ჯოჯოხეთური დღეები, თქვენთვის მეჩვენებინა. ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველას სხვაგვარად ხვდება ამ მონსტრს. ამიტომ ნუ ვეთამაშებით სიცოცხლეს, დაიჯერეთ რომ არსებობს ეს წყეული ვირუსი და არავინ იცის, როდის მოგვადგება კარს. დარჩით სახლში!" - წერს ნინო მიქაძე.

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა