ავტორი:

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, ბოლნისისა და რაჭისუბნის ჩაკეტვის პროცესი უკვე დაწყებულია. შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მთლიანად, რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გამოჯანმრთელების 9 და სამწუხაროდ, გარდაცვალების 1 ფაქტი. გუშინ, ჩვენ კაზრეთის და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გავმიჯნეთ, ვინაიდან რისკებს ვხედავდით, იქ დიდი გამოწვევაა. ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი - ბოლნისი და რაჭისუბანი. ბუნებრივია, კონტაქტები დგინდება, ნაწილობრივ დადგენილია და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ხალხი მკაცრ საკარანტინო პირობებში და თვითიზოლაციაში იყვნენ. თუმცა, როგორც ხედავთ, დაავადება ვრცელდება. თუ სახლში არ დავრჩებით, ამ პროცესებს ვერ გავუძლებთ, ეს შეზღუდვები უფრო გამკაცრდება და გაურკვეველი ვადით გაგრძელდება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორ მუშაობენ ოჯახის ექიმები სატელეფონო კონსულტაციებზე - "45 ზარიდან მხოლოდ ერთს სჭირდება დახმარება, დანარჩენს უბრალოდ ვამშვიდებთ"

რა აქტივებში არის სასურველი ეკონომიკური კრიზისის დროს ინვესტიციის ჩადება?

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, თვითიზოლაციაში 7 ადამიანი ვართ - მამა იოანე ოქროპირიძე