ავტორი:

"ეს ვირუსი ჩემზე უფალმა დაუშვა და უფალივე გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან" - რას წერს COVID-19-ით ინფიცირებული ქართველი გოგონა

"ეს ვირუსი ჩემზე უფალმა დაუშვა და უფალივე გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან" - რას წერს COVID-19-ით ინფიცირებული ქართველი გოგონა

კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი გოგონა ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ინფიცირების წყარო არ იცის.

თუმცა როგორც თავად წერს, ინფიცირებამდე სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დადიოდა მაღაზიებში, ასევე იმყოფებოდა ტაძარშიც.

"დიახ, ის დაინფიცირებული როგორც მე თქვენ მიხსენიებთ საპატრიარქოს თანამშრომელი მე არ ვარ! მინდა განვმარტო, მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებული იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არა პირადი თანამშრომელი პატრიარქის! მე მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება არ მქონია თანამშრომლებთან!

მე როგორც ჩვეულებრივი ერის ადამიანი და მოქალაქე ტაძრის გარდა სანამ აიკრძალებოდა ვსარგებლობდი საზოგადოებრივ ტრასპორტით, ვსარგებლობდი მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატო ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?! რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!

დიახ ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესით დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხემ, როგორც ვიცი კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავდებოდა! ამიტომ მიზან მიმართულად ნუ გინდათ დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ დგომარეობიდან" - წერს ქეთი თოდუა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 370 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.

ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

რა ხდებოდა გუშინ ბათუმის ბულვარში - "ჭიანჭველებივით ჩანდა ხალხი..."

ნიკა მელიას ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიით მოკლული ქალი "შსს-ს თანამშრომლების ღრეობას" ემსხვერპლა

დღის ფოტო ქუთაისიდან - დაცარიელებულ ქალაქში ველოსიპედების ავარია მოხდა