ავტორი:

"მაგიდაზე მუშტი დაარტყა, დამეხოცება ხალხიო..." - ქართველი ექიმის ჩანახატი, რომელიც აშშ-ში არსებულ მძიმე სიტუაციას ასახავს

"მაგიდაზე მუშტი დაარტყა, დამეხოცება ხალხიო..." - ქართველი ექიმის ჩანახატი, რომელიც აშშ-ში არსებულ მძიმე სიტუაციას ასახავს

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2 226 900-ს გადააჭარბა. დაინფიცირებულ პაციენტთა 96%-ის მდგომარეობა სტაბილურია, 4%-ის კი მძიმე. დაღუპულთა რიცხვი 150 000-ს აღწევს. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიუ-იორკში.

აშშ-ს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ჩანახატს ავრცელებს, რომელიც იქ არსებულ უმძიმეს სიტუაციას აღწერს.

"- სად არის ჩვენი გამოწერილი სკაფანდრები? - მაგიდაზე მუშტი დაარტყა რეანიმაციის განყოფილების შეფმა ბილი მეისონმა და მოურიდებლად შეიკურთხა. დირექტორის სათათბირო ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მუდამ ღიმილიანი, ვეება ბილი ასეთი აღშფოთებული არასოდეს მენახა.

- დამეხოცება ხალხი. რამდენიმე ექთანი სიმსივნეგადატანილია, თქვენ კი საკმარისი რაოდენობით ნიღბებსაც ვერ გვაძლევთ -.დირექტორი დაიბნა; მერე საწყლად გადახედა ლოგისტიკის განყოფილების გამგეს, მარიანა პერესს.

- გზაშია, დოქტორ მეისონ. თანაც უკანასკნელი მონაცემების თანახმად ვირუსი არც ჰაერით გადადის და არც საგნების ზედაპირიდან; ასე ამბობენ გერმანელი მეცნიერები - კეკლუცად გაიღიმა მარიანამ.მეისონი ჯერ გაწითლდა, მერე გალურჯდა, მერე ისევ გაწითლდა და ისეთი ცხრასართულიანი გაუშვა გერმანელი მეცნიერების მიმართულებით, რომ დიდი ალბათობით რაღაცას იგრძნობდნენ.

- ძალიან უტაქტოდ იქცევით, ბილი! - აღშფოთდა დირექტორი, - ხომ ხედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც არ ამკაცრებს სტანდარტებს. გაიკეთეთ ნიღაბი, ხელთათმანები და ყველაფერი კარგად იქნება

-.მეისონს აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩაიქნია, წამოდგა და ოთახიდან გავიდა.- შენ ბოლომდე წაიკითხე იმ გერმანელი მეცნიერის სტატია, მისის პერეს? - ჩაიქირქილა ფრენკიმ.- რა თქმა უნდა, ფრენკი - რიხიანად განაცხადა მარიანამ, თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ შემცბარი იყო.- ოკ!

მაშინ ისიც გეცოდინება თუ როგორ ხსნიდა ის გერმანელი ექიმი ვირუსის გავრცელების მექანიზმებს საფრანგეთში, იტალიაში და თავად გერმანიაში -.მარიანა დაიბნა. - მგონი აეროზოლით ... - წაილუღლუღა.- ოკ, და მერე? -- რა მერე?

- მარიანამ ვარდისფერი ცხვირსახოცი ამოაძრო პიჯაკის ჯიბიდან და შუბლი მოიწმინდა, მერე სათვალე მოიხსნა და ნერვულად შეუდგა ლინზების გასუფთავებას.- როგორ და რატომ მიიღეს აეროზოლის სხვადასხვა დოზები საფრანგეთში, იტალიაში და გერმანიაში და რატომ გავრცელდა დაავადება სხვადასხვა სიმწვავით ამ ქვეყნებში?

- ფრენკი წამოდგა, მაგიდას შემოუარა და მარიანას წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.მისის პერესი გაწითლდა, ბორბლებიანი სკამი უკან გააგორა და მოშიშვლებულ კოხტა მუხლებზე კაბა ჩამოიქაჩა.- არ მახსოვს, ეგ მგონი არ ეწერა იქ - ამოთქვა ბოლოს.- ეწერა მემ!

- გაუღიმა ფრენკიმ, მერე იატაკზე ფეხი მოირთხა დაღლილი დერვიშივით და თვალები მილულა.- რა ეწერა ბოლოსდაბოლოს იმ დედამოტყნულ სტატიაში - წასცდა დირექტორს. ყველას გაგვეცინა. დირექტორს შერცხვა და თვალი აგვარიდა.

- რა ეწერა და დაავადებულის პირიდან ამოტყორცნილი აეროზოლიზებული ვირუსი პირდაპირ შენს ფილტვებში უნდა მოხვდესო. საფრანგეთში ფრანგული კოცნით გავრცელდა, იტალიაში მინეტით, ამიტომ იყო დასნებოვნების ასეთი მძიმე შემთხვევები - უსაშველოდ სერიოზული სახით განაცხადა ფრენკიმ და იტაკზე წამოწვა.- გვეკაიფები ხომ?

- აღშფოთდა დირექტორი.- არაფერიც. ჰკითხეთ დოქტორ ვებსტერს - თითი გაიშვირა ფრენკიმ კლინიკის მთავარი ეპიდემიოლოგის ლოლიტა ვებსტერისაკენ. ლოლიტა დაიბნა, გაწითლდა, ხალათის ჯიბიდან კალამი ამოიღო, თავი დახარა და ფურცელზე რაღაცის ჯღაბნას შეუდგა.

- და გერმანიაში რატომ გავრცელდა უფრო მსუბუქად მაშინ? - წამოეშველა ლოლიტას ინფექციონისტი დაგ პოტერი და თავმომწონედ გადახედა დირექტორს.

- გერმანიაში სხვანაირად მოხდა აეროზოლიზებული ვირუსის გავრცელება - ფეხი ფეხზე შემოიდო ფრენკიმ და თვალები დახუჭა.

- მაინც როგორ? - ჩაეძია დაგი.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დოქტორ პოტერ, კუილით - ჩაიქირქილა ფრენკიმ. ოთახი რამდენიმე წუთი დუმდა, მერე აფეთქდა. ფრენკი დინჯად წამოდგა, მარიანასთან მივიდა, აბულულებულ თმებში ცხვირი ჩაუყო, ღრმად შეისუნთქა და მერე მშვიდად გაემართა კარისაკენ.... - საიდან მოიფიქრე გადაცემის ეგ მექანიზმი? - სიცილით ვკითხე ფრენკის და მერხზე ჩამოვჯექი.

ფრენკიმ ზარმაცად შემომხედა, მერე სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გრძელი ნაფაზი დაარტყა.

- რა მექანიზმზეა საუბარი?

- დაინტერესდა ჯონი. მოკლედ მოვუყევი დილის თათბირზე მომხდარი ისტორია. - ჰაჰაა - გადაიხარხარა ფისომ და ფრენკის გამოშვებული კვამლის რგოლი თათზე წამოიცვა. - ეტყობა იმიტომ შედიოდა წეღან დირექტორი საპირფარეშოში ნიღაბით -.

- ისე, მართლა, შენი აზრით რას ამტკიცებს ეგ გერმანელი? - ვკითხე ფრენკის.- არც არაფერს, პანიკა უნდა მოიხსნას როგორმე, თორემ შიშისაგან გაიყინა მთელი მსოფლიო. ამიტომ, ავტორიტეტულმა მეცნიერებმა უნდა აუწყონ მთელ მსოფლიოს, რომ დროა მოიხსნას ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, რადგან ვირუსი არ ვრცელდება ასე ადვილად -.- და ვინმე იყიდის მაგას? -- იყიდიან, იყიდიან - ჩაიცინა ჯონიმ და ახლა კუდზე ჩამოიცვა ფრენკის გაშვებული რგოლი. - ჰო მართლა, გავიგე რომ ნიუ იორკში ვეფხვს გადადეს ინფექცია და შეგიძლია ორი ნიღაბი გააჩალიჩო ჩემთვის და ჯუნისთვის? -- ვეცდები სერ! - ორი თითი მივიტანე საფეთქელთან სალუტის ნიშნად.

- I'd get it one piece at a timeAnd it wouldn't cost me a dimeYou'll know it's me when I come through your town… -წაიღიღინა ჯონიმ.

- I'm gonna ride around in styleI'm gonna drive everybody wild'Cause I'll have the only one there is around …

-აჰყვა ფრენკი.მზეს ღრუბლის ქათქათა ნიღაბი ეკეთა და რეანიმაციის კოხტა ექთანივით ირიბად მოგვჩერებოდა უცნაურად ლურჯი ციდან; მერე ნიღაბი ბოლომდე ჩამოიფხატა თვალებზე და გაუჩინარდა" - წერს გურული.

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს