ავტორი:

"ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას" - ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც რეკომენდაციებს ითვალისწინებს

"ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას" - ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც რეკომენდაციებს ითვალისწინებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ყველა მოქალაქეს, რომელიც აღდგომის დღესასწაულს სახლიდან ხვდება, რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ერთად დგომით „ვერაგ დაავადებას დავამარცხებთ“.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ - ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, - მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.

გამყრელიძის გარდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სხვა ექიმებიც, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

"დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში", - მიმართავს პაატა იმნაძე საზოგადოებას.

ექიმების ვიდეორგოლს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილამდე მოქმედებს