ავტორი:

აღდგომას იმერეთში შვილმა მამა ნაჯახით მოკლა - შსს-ს განცხადება

აღდგომას იმერეთში შვილმა მამა ნაჯახით მოკლა - შსს-ს განცხადება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში 19 აპრილს შვილმა მამა ნაჯახით მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული, 40 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას - 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალური ფაქტი ყინწვისის მამათა მონასტერში - წინამძღვარმა არქიმანდრიტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა