ავტორი:

თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება - მეუფე დანიელი

თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება - მეუფე დანიელი

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია.

როგორც მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კოვზით ზიარება სახიფათო არ არის.

"კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება ეხება იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის აუცილებლად განიკურნება. ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

„ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ