ავტორი:

კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი არა ჯომოლუნგმა, არამედ პატარა გორაკი იყოს - პაატა იმნაძე

კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი არა ჯომოლუნგმა, არამედ პატარა გორაკი იყოს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამჟამად საქართველოში პიკია.

მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.

„მგონი, საკმაოდ ხანია ვამბობდთ, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და ათეულობით შემთხვევაა. კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს პატარა გორაკი “, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 485-ს შეადგენს, მათგან 139 გამოჯანმრთელდა.

საქართველო კორონავირუსს ივნისის ბოლოს დაამარცხებს - რა წერია პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღზე სინგაპურში ჩატარებულ კვლევაში

მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებთ და შშმ პირებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა