ავტორი:

ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს

ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს

კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში, იტალია სამრეწველო ინდუსტრიის ამუშავებას 4 მაისიდან დაიწყებს, ხოლო სკოლები სექტემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რომ 4 მაისიდან სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავების საშუალება მივცეთ“, - განაცხადა კონტემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალ ზომებს მომდევნო კვირიდან წარადგენენ. კონტეს განცხადებით, ამუშავებამდე, კომპანიებს მკაცრი ჯანდაცვითი უსაფრთხოების ზომების დანერგვა მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სკოლები სექტემბერში გაიხსნება და დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს.

კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში პირველად სწორედ იტალიას დაატყდა თავს, ამიტომ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მისი ეკონომიკის ამუშავებას.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსით 415 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2357 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 26 384-ს აღწევს, ხოლო საერთო ჯამში ქვეყანაში ინციფირების 195 351 შემთხვევაა დადასტურებული.

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა

რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა