ავტორი:

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ" - კახა კალაძე

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

როგორც კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა.

კალაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან ერთად შესაძლოა, ცხოვრება მოგვიწიოს, ხოლო ვაქცინის გამოგონებამდე დისტანციის დაცვა და შესაბამისი რეკოემენდაციის გათვალისწინება აუცლებელია.

"რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტსების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქლაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.

საზოგადოებრივ ტრანსპირტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა კალაძემ.

"გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდათ, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო" - თენგიზ ცერცვაძე

წერილი ემიგრაციიდან - "მინდა, ჩემს ეზოში საღამოს, დაღლილს, ჰამაკში წამოწოლილს საყვარელმა ადამიანმა პლედი გადამაფაროს..."

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე