ავტორი:

ხალხის რჩეული ტოპ 5 წიგნი, რომელიც „კვირის პალიტრასთან“  ერთად გამოვა, ცნობილია -  ხმის მიცემა გრძელდება

ხალხის რჩეული ტოპ 5 წიგნი, რომელიც „კვირის პალიტრასთან“  ერთად გამოვა, ცნობილია -  ხმის მიცემა გრძელდება

გამოკითხვაში, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.

გამოკითხვის შედეგები, ამჟამინდელი მონაცემებით, ასეთია:

1. ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“;

2. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;

3. აგათა კრისტის „მკვლელობა ანბანის მიხედვით“;

4. სუადი „ცოცხლად დამწვარი“;

5. ჯეინ ოსტინის „გონება და გრძნობა“.

ხმის მიცემა გრძელდება. მკითხვეს შეუძლია აირჩიოს ის წიგნები, რომელთა შეძენასაც, ხელმისაწვდომ ფასად ისურვებს. ხმის მიცემით შერჩეული წიგნები, 4 მაისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

შეავსეთ მოცემული კითხვარი და მონიშნეთ 10 წიგნი, რომელიც გინდათ, რომ ხელმისაწვდომი იყოს „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა დაიწყო

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...