ავტორი:

"რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს, ამის ალბათობაც არსებობს…" - რას წერს ზურაბ გურული

"რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს, ამის ალბათობაც არსებობს…" - რას წერს ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული თვლის, რომ კორონავირუსი იმდენად თული კლინიკური მიმდინარეობის ვირუსია, რომ ახლო მომავალში მის წინააღმდეგ ეფექტური წამლის გამოჩენა საეჭვოა.

როგორ ის სოციალურ ქსელში წერს, თუ რაიმე მკვეთრი დასაყრდენი იარაღი არ გამოჩნდა, დაშინებული მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება, რადგან "არ არსებობს მთავრობა, რომელიც გაურკვეველი ვადით ლოდინის პერიოდში ხალხის ნორმალური არსებობას უზრუნველყოფს".

"კოვიდ 19 იმდენად რთული კლინიკური მიმდინარეობის ვირუსი გამოდგა, რომ საეჭვოა რაიმე ეფექტური წამალი გამოჩნდეს ახლო მომავალში, თუ საერთოდ. ვაქცინის დამზადება ისეთი დამკვრელური ტემპებით მიდის, რამდენად უსაფრთხო იქნება, ეგეც ძნელი სათქმელია. დროთა განმავლობაში ცხადია დაიხვეწება, მაგრამ ლოგიკურად მასაც იგივე ეფექტურობის კოეფიციენტი ექნება, როგორიც გრიპის ვაქცინას, რაც დაახლოებით 40 %-ია. არადა, თუ რაიმე მკვეთრი დასაყრდენი იარაღი არ გამოჩნდა, დაშინებული მსოფლიო საოცარ ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება.

წამლისა და ვაქცინის შექმნის პროცესიც და ეპიდემიოლოგიური პრევენციების გატარებაც მთავრობების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არ არსებობს მთავრობა, რომელიც სრულყოფილად მოახერხებს გაურკვეველი ვადით ლოდინის პერიოდში ხალხის ნორმალური არსებობის უზრუნველყოფას. ამიტომ საბოლოოდ ეს ხალხი დიდი ალბათობით გამოვა სამთავრობო კონტროლიდან და ვირუსის საფრთხეს ფეხებზე დაიკიდებს. ყველაზე დიდი ხნით კონტროლი პოლიციურ და ავტორიტარულ ქვეყნებში შენარჩუნდება; დემოკრატიულ ქვეყნებში კი პროცესი სხვადასხვა სახის იქნება. მაღალი სამოქალაქო შეგნების, ტრადიციულად დისციპლინირებულ სოციუმებში მთავრობა და საზოგადოება სრულ ჰარმონიაში იქნება და ერთმანეთის დამუნათებას არ დაიწყებენ; ჭრელ, არაერთგვაროვან საზოგადოებაში კი წავა საშიში პოლიტიკური თამაშები.რაც შეეხება კოვიდთან თანაცხოვრებას, ეს სისულელეა.

სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ოპერაციების კეთებას ისევ ვაგრძელებთ და არსებული პროტოკოლების მიხედვით ყველა პაციენტს პოტენციურად დავირუსებულად მივიჩნევთ. შესაბამისად მძიმე აღჭურვილობით, სკაფანდრებითა და ნიღბებით გვიწევს მუშაობა საოპერაციოებში, რაც უსაშველოდ არაკომფორტული და დამღლელია. ამასთან შეგუება უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანებს სუნთქვა უჭირთ დღის ბოლოს, იმხელა ძალისხმევას ანდომებენ ნიღაბით მუშაობას.

მიკვირს რატომ არ მუშაობენ ინტენსიურად იმის გასარკვევად, თუ რა ეთნიკურ ჯგუფებში ჩაიარა ვირუსმა შედარებით მსუბუქად. ამის გარკვევას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.და ბოლოს რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს; ამის ალბათობაც არსებობს…" - წერს გურული.

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?

"უკვე 6 წლის... გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს" - ნიკა მელია იუბილარი შვილის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს