ავტორი:

სავარჯიშოები და ტესტები ონლაინ - სიახლე მოსწავლეებისთვისა და აბიტურიენტებისთვის

სავარჯიშოები და ტესტები ონლაინ - სიახლე მოსწავლეებისთვისა და აბიტურიენტებისთვის

დღეს ყველა მოსწავლე ცდილობს სახლიდან, დისტანციურად მიიღოს განათლება, მასწავლებლები ონლაინგაკვეთილებს ატარებენ, მოსწავლეები ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის, დაბალკლასელები კი ცდილობენ არ ჩამორჩენ პროგრამას.

მშობლებისთვის სულ უფრო რთული ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ გამომცელობა „პალიტრა L“ -მა, რამდენიმე პლატფორმასთან ერთად, გადაწყვიტა მოსწავლეებს საქმე გაუმარტივოს და იზრუნოს მათზე, შესთავაზოს სხვადასხვა ონლაინსავარჯიშოები და ტესტები.

Murtsku.com; lupi.ge; prep.ge; hubu.ge - სწორედ ამ საიტებზე იპოვით სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს. მხატვრული ლიტერატურისა და ქართული ენის პარტნიორი კი გამომცელობა „პალიტრა L“- ია. სპეციალურად შედგენილი სავარჯიშოების სრული ნაწილი უკვე გახსნილია საიტებზე.

Murtsku.com-თან ერთად, რომელიც XI-XII კლასელების საყვარელი ვებგვერდია და რომლის დახმარებითაც, მაღალკლასელები სასკოლოსაგნებში ცოდნას იღრმავებენ და ამოწმებენ თავს ეროვნული გამოცდებისთვის, გამომცემლობამ შექმნა ტესტები.

გარდა იქ არსებული სავარჯიშოებისა, დაგხვდებათ „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ოთახი, სადაც მოცემულია წიგნები და ნაწარმოებების მიხედვით, შედგენილია კითხვარი.

გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომლის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Murtsku.com-ს და იპოვოთ „პალიტრა L“-ის ლიტერატურული ოთახი:

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“

დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“

ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღი“

Lupi.ge -ს ტესტები შექმნილია მოსწავლეებისთვის, მეორე კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით. „პალიტრა L“- ის ლიტერატურულ ოთახში დაგხვდებათ წიგნები ასაკის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, შედგენილია სავარჯიშოები.

შეგიძლიათ წიგნი გამოიწეროთ ბიბლუსიდან, გაეცნოთ, ამის შემდეგ კი გააკეთოთ მოცემული ტესტები.

მატილდა ვუდსი - „ბიჭი ჩიტი და ოსტატი ალბერტო“

მარკ ტვენი - „უფლისწული და მათხოვარი“

სტიურარ გიბსი - „კოსმოსური საქმე“

სხვა წიგნების საპოვნელად ეწვიეთ საიტს: biblusi.ge

გადადით მითითებულ ბმულზე https://bit.ly/2RDvI80 და იპოვეთ „პალიტრა L“-ის ლიტერატურული ტესტები!

#დარჩისახლში და მიიღე ცოდნა სახლიდან გაუსვლელად!

#მოუსმინეწიგნებს - აუდიოწიგნები ყველა ჟანრისა და ასაკის მიხედვით

მოსასმენი ზღაპრები და მოთხრობები პატარებისთვის - ტოპ 5 აუდიო წიგნი

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა