ავტორი:

"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო

"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო

პერიოდულად, თუმცა, დაუღალავად და მთელი ძალისხმევით, რუსეთის ხელისუფლება თავის პროპაგანდისტულ მანქანებს ლუგარის ლაბორატორიისკენ მიმართავს... ბოლო წლების განმავლობაში, ეს მერამდენე შემთხვევაა, როდესაც კრემლი ცდილობს, მხოლოდ თავისი კი არა, მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების მოსახლეობაც ისე განაწყოს, თითქოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში ბიოლოგურ იარაღს აწარმოებენ. რამდენიმე დღის წინ ლაბორატორია, რომელმაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვანი დრო მოაგებინა, კვლავ გახდა რუსული დეზინფორმატორების სამიზნე.

ჩინურმა გამოცემა Xinhuanet-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ამერიკას მიმართა, საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული მისი ბიოლაბორატორიის შესახებ, სერიოზულად აღიქვას და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას გაუფრთხილდეს.

გამოცემის ცნობით, საუბარია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მხრიდან გამოხატულ შეშფოთებაზე. მათივე პოზიციით, ასეთ ლაბორატორიებს მთლიანად ამერიკა მართავს, რათა შეისწავლონ საშიში დაავადებები ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებში ან ჩაატარონ ისეთი ექსპერიმენტები, რაც ამერიკის კანონმდებლობით აკრძალულია.

ჩინურ მედიაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს ლი იენს შეხვდა და ვითარება გააცნო. მოგვიანებით, ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ის ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით.

ფაქტია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გამო, 1-ლი მაისის მონაცემებით, რუსეთში 8 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამიტომ რუსეთი საქართველოს იმიჯის გაფუჭებაზე "ზრუნვას" განაგრძობს.

ამჯერად, ლაბორატორიის "სახიფათო გეგმებზე" ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვნელობა ალაპარაკდა. ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენლებმა "ლაბორატორიის იმიჯის შენარჩუნება" უწოდეს საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცადა ყველასთვის გასაგებად აეხსნა ცენტრის არსი და მნიშვნელობა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრის იური ვაზაგოვის გაცხადებით, ქართულ-ამერიკული მხარე ცდილობს, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეები მიჩქმალოს და კორონავირუსთან ბრძოლაში დადებითი მხარეები წარმოაჩინოს...” - აცხადებს ის.

ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდნენ ოსი ე.წ. ექსპერტები, რომელთა თქმითაც, ლაბორატორიაში ღამურებზე ექსპერიმენტებს, ჯერ კიდევ 2014 წლიდან აწარმოებდნენ და ვირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობას იკვლევდნენ..." - აცხადებენ ისინი.

როგორ მოსალოდნელი იყო, აფხაზეთა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის ნაწილი ე.წ. ხელმძღვანელობების პოზიციებს იზიარებს. აფხაზეთისგან განსხავებით, სადაც ადგილობრივებს ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსვლაში პრობლემას არ უქმნიდნენ, ლუგარის ლაბორატორიის "საფრთხეებს" მაინც აწვეთებდნენ.

"ჩემი ოჯახის წევრი წლების განმავლობაში მკურნალობდა C-ჰეპატიტის ვირუსს თბილისში... ერთხელაც, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ახლობლებმა ლუგარის ლაბორატორიასა და მის გარშემო საფრთხეებზე მკითხეს. მასზე არაფერი გვქონდა მოსმენილი, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ, ექიმს მისი დანიშნულების შესახებ ვესაუბრე. მან პირდაპირ მითხრა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შავი პიარი აუგოროს კვლევით ცენტრს, მაშინ როდესაც მოსკოვში ასეთივე ცენტრები რამდენიმე არსებობს...

რაც შეეხება ახლანდელ შემთხვევას, რუსეთი ვერ ეგუება პოსტსაბჭოთა სივრცეში პატარა საქართველოს ექიმების წარმატებას, მაშინ, როდესაც, თავად უმძიმეს დღეშია. ამ დროს ესმის საერთაშორისო საზოგადოებების შეფასებები ქართული მედიცინის სისტემის მიმართ და აცნობიერებს ადგილობრივი მოსახლეობის აგრესიასა და იმედგაცრუებას. ეს ყველაფერი პუტინსა და მისი გუნდის რეიტინგზე ცუდად აისახება. მათ არ სურთ, შედარებისთვის მაგალითად საქართველო ჰყავდეთ, ამიტომაც ცდილობენ, იერიში მიიტანონ მასზე, არა მხოლოდ პოსტსბჭოთა, მსოფლიო მასშტაბით..." - წერს აფხაზი ინტერნეტ მომხმარებელი "იროდიონ გაგრინსკი".

“კორონავირუსამდე, ვიდრე გზებს ჩაკეტავდნენ თბილისში შვილი დამყავდა სამკურნალოდ. სწორედ მაშინ ააგორეს ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე საუბარი და მართლა შემეშინდა. ახლობლებმა მითხრეს, ამბობენ, რომ ჩვენგან წასულ ადამიანებს, იქ ექსპერიმენტებს უტარებენ, ლაბორატორიაში ანალიზები ხდებაო. ცხინვალელ ექიმს ვკითხე, რას მირჩევთ, წავიდე თუ არა-მეთქი... გაეღიმა, შვილს უშველეო, მითხრა... თუმცა, ჩემს გარშემო არიან ადამიანები, ვისაც მართლა სჯერა, რომ ლუგარში ადამიანისთვის საშიში ვირუსები გამოჰყავთ და ავრცელებენ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ცხინვალელი.

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ