ავტორი:

ესპანეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

ესპანეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოკაციებზე 6 მილიონი პირბადის დარიგებას აპირებს, 7 მილიონი პირბადე კი ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაეცემა.

ესპანეთში ბოლო 7 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 164 პაციენტი დაიღუპა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 25 264 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 838 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 217,466-მდე გაიზარდა.

ესპანეთში, კორონავირუსით ყველაზე მეტად მადრიდი და კატალონია დაზარალდნენ. ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

"აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის  დასამალად" - მაიკ პომპეო

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელსაც მუშაობას აიძულებდნენ, რუსეთში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა