ავტორი:

"ეს აურზაური მალე დასრულდება" - ლევან რატიანი

"ეს აურზაური მალე დასრულდება" - ლევან რატიანი

მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არანაირი დეფიციტი არ არის და სამკურნალო საშუალებების ერთი თვის მარაგი აქვთ.

„ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც აღჭურვილობის არ არის. გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც, თუ ასეთ ტემპით გაგრძელდა, არ დაგვჭირდება, რადგან გვაქვს ინფიცირებულების მკვეთრად შემცირების ტენდეცია და ცოტა ხანში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა რატიანმა.

"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე