ავტორი:

"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაიანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა არ მოხერხდა, უკარიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობა გამოუძებნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, ეს დანიშვნა სკნადალური გამოდგება - ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

სააკაშვილის დანიშვნას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაშიც.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახური («BBC Russian») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა - იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღანელებს", რომელშიც ვკითხულობთ:

"რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეფორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - ჭიქებიდან წყლის შესხმით. როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე..."

მოგეხსენებათ, ამჟამინდელი დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას წარმოადგენს. იგი კიევში 2014 წელს თავისი საუნივერსიტეტო კოლეგის, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა, იმავე წელსვე უკრაინის მოქლაქეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან და ოლიგარქებთან უკომპრომისო მებრძოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იგი თავს ესხმოდა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს, რომლის გადაყენება, სხვათა შორის, პეტრო პოროშენკოსაც სურდა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტისაგან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი მიიღო, მაგრამ თანდათანობით იგი პრეზიდენტსაც მისწვდა და პეტრო პოროშენკოს კრიტიკაც დაიწყო. გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარება დაიწყო. საბოლოოდ, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა".

სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე წერს კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თაიმსი" («Financial Times») სტატიაში, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინირებელ როლს შეასრულებს". პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: "2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის "ხალხის მსახურის" მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.

თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ. უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა". წაიკითხეთ სრულად

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება - "ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ შტაბის წარმოდგენა"

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს