ავტორი:

"მოგონილი თანამდებობა... ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნაზე

"მოგონილი თანამდებობა... ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნაზე

მოგონილი თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნას.

როგორც კალაძემ განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ერთმანეთთან წლებია კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, რასაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობა, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკარაინის წარმატება და წინსვლა. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

"გადავწყვიტე, "გირჩის" სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში" - ზურაბ ჯაფარიძე