ავტორი:

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის შვილს და მოხუც მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის შვილს და მოხუც მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ედება.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

პირი, რომელიც გუკა ამირხანაშვილთან შესახვედრად თეთრი მიკროავტობუსით მივიდა, ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია

"ღამე პირად საქმეზე ჩამოვედი, მოვხვდი არასწორ ადგილას... ამირხანაშვილს უბრალოდ დარეკვა მთხოვა" - ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა

პოლიციამ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა