ავტორი:

მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება

მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება

I-OnTemp-ი თერმული ვიზუალიზაციის მოწყობილობაა, რომელიც ტემპერატურის გაზომვისთვის გამოიყენება. პროდუქტი, რომელიც ისრაელში, კომპანია I-OnTop-მა დაამზადა, კორონავირუსგადატანილ მსოფლიოს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.

დანადგარის აწყობის აუცილებლობის არარსებობა, ჯგუფური სკანირება, ბუნებრივი გადაადგილების შეუჩერებლობა და პორტატული სისტემა - ეს რამდენიმეა იმ მახასიათებლებისგან, რომელიც I-OnTemp-ს ეფექტურს და კომფორტულს ხდის. მოწყობილობის შეთავაზება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო.

მოწყობილობის შესახებ კომპანია I-OnTop-ის აღმასრულებელი დირექტორი, ორ შავიტი AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- ჩვენი კომპანია ძირითადად HLS-ზე, ანუ შიდა უსაფრთხოების სფეროზე მუშაობს. უნიკალურ მოწყობილობებს ვაწარმოებთ, მაგრამ კორონავირუსის დროს დავფიქრდით, ისეთი რისი მიწოდება შეგვეძლო, რაც კაცობრიობას დაეხმარებოდა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას შეუწყობდა ხელს.

ვფიქრობ, COVID-19-თან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ ისინი ადამიანები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანას, რეგიონს, თუ სარწმუნოებას წარმოადგენენ, რადგან ვირუსს ეს არ აინტერესებს. დაინფიცირებულთა აღმოჩენაში ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი სიცხეა, რომლის გაზომვის სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს.

გავიაზრეთ, რომ ამის ეფექტურად და ისე განხორციელებისთვის, რომ ის დაეხმაროს კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, გადაადგილების შეუჩერებლობა უნდა უზრუნველგვეყო.

მივხვდით, რომ რაღაც ისეთი მოწყობილობა უნდა გამოგვეყენებინა, რომელიც ადვილად ჩაირთვებოდა და ზუსტ პასუხს აჩვენებდა ტემერატურის გაზომვისას. ამაზე დაყრდნობით მოწყობილობა I-OnTemp-ი განვავითარეთ. ტემპერატურის გაზომვის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, თერმულ სკრინინგს ძირითადად, სამოქალაქო გამოყენება არ აქვს, ამიტომაც, ვცდილობდით, ტექნოლოგია ისეთი ყოფილიყო, რომ ასე გამოყენებაც შესაძლებელი გაგვეხადა - მაგალითად, არ ყოფილიყო მხოლოდ სამხედროებისთვის.

ვეცადეთ, შეგვექმნა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ამავდროულად, კომპაქტური და ადვილად გამოყენებადი იქნებოდა, რათა ის მთელ მსოფლიოში ყოფილიყო - ევროკავშირის ქვეყნებში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ. კამერა ცნობილი კომპანიისგან შევიძინეთ, ჩვენს სისტემასთან მისი კომბინირება მოვახდინეთ, დავუმატეთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა და ყველაფერი მოხერხებულ ყუთში მოვათავსეთ.

I-OnTemp-ით სარგებლობა ძალიან ადვილია, იგივე ითქმის გადატანაზეც - კაბელები საჭირო არაა, არც რაიმე განათლების ხარისხია აუცილებელი, რადგან მასთან მუშაობა ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც მინიმალური ტრენინგი გავლილი აქვს.

პროდუქტზე მოთხოვნა ამჟამად დიდია, ამიტომ, გამოწვევაა, სწრაფად მივაწოდოთ. მეორე გამოწვევა კარგი პარტნიორების პოვნაა მთელ მსოფლიოში, რადგან სხვადასხვა ადგილას შესაფერისი დისტრიბუტორები გვჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან, ამ სფეროში ჩემი კავშირებითა და გამოცდილებიდან გამომდინარე (რომელიც მოიცავს ბევრ უსაფრთხოების კონფერენციაში თავმჯდომარედ მონაწილეობას, გამოცდილებას ტექნოლოგიასა და სტარტაპებში), სწორ გზას ვადგავართ. ჩემს კოლეგასთან ერთად მოწყობილობის დეტალები განვიხილეთ - როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის გარედან, რა უნდა ჰქონდეს შიგნით, რამდენს უნდა იწონიდეს და ა.შ. რადგან თუ „შიპინგის“ ფასი ძალიან მაღალი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ. გვინდოდა, სიმარტივე შეგვენარჩუნებინა.

- კონკრეტულად, როგორ მუშაობს i-OnTemp-ი და რა ახასიათებს მისი გამოყენების პროცესს?

- მისი გააქტიურებისთვის მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. შემდეგ დაკალიბრება, იმ ტემპერატურის მითითება, რომელზეც უნდა მოხდეს შემოწმება. სულ ესაა - მოწყობილობა გამოსაყენებლად მზადაა! მისი სწორად განთავრების ინსტრუქცია უმარტივესია, რადგან კამერას საკმაოდ მახვილი კუთხე აქვს და სურათს თავის გარშემოც აღიქვამს.

ადამიანების ტემპერატურის გაზომვა ერთობლივად, მოძრაობაშია შესაძლებელი, ცალ-ცალკე მათი გაჩერება საჭირო არაა. თუ კამერა პოულობს ადამიანს სიცხით, მაშინ ერთგვარი სიგნალიზაცია ჩაირთვება, ამასთანავე, კამერა ამ პირს მონიშნავს. შესაბამისად, იმ ხალხისგან, რომელმაც კამერას ჩაუარა, სიცხიანი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია. კამერა ამ ყველაფერს მილიწამებში აკეთებს, რადგან მას ყოველ წამში, როგორც მე ვეძახი, „თერმული იდენტობის“ რამდენიმე სურათის გადაღება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც მოწყობილობა აღმოაჩენს ადამიანს, რომელსაც სიცხე აქვს, შეგვიძლია, მას ვთხოვოთ, კამერას მოუახლოვდეს, რათა გადავამოწმოთ - მოძრაობა არც ამ შემთხვევაში ფერხდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში დაგვეხმარება და ამასთან, გადაადგილების შეუფერხებლობის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ I-OnTemp-ის ელექტროენერგიაზე შეერთება საჭირო არ არის. ის 6 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს, შემდეგ კი მისი დატენვა პატარა დამტენი მოწყობილობითაა შესაძლებელი. მომავლისთვის, რამდენიმე თვეში ბევრად დახვეწილი სისტემა გვექნება.

- მოწყობილობა, მაგალითად, გამოსადეგი იქნება აეროპორტებში. კიდევ სად შეიძლება მისი გამოყენება?

- მუზეუმებში, სკოლებში, ეკლესიებში, საოფისე შენობებში, - ყველანაირ საჯარო თავშეყრის ადგილას. სხვათა შორის, თუ სადმე ერთზე მეტი შესასვლელია, ორი რიგის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ანუ, მისი გამოყენება შესაძლებელია არა სასურსათო მაღაზიებში, არამედ იქ, სადაც ადამიანები ერთად შედიან. მსგავს სივრცეში მათი დაცვის აუცილებლობა დგება, რომ თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს კორონა, სხვებსაც არ შეექმნათ საფრთხე. შეიძლება, ამან ბიზნეს სექტორიც მოიცვას, როგორიცაა ბანკი, დიდი ოფისები, ინდუსტრია, სტადიონები.

- როგორ აწვდით მოწყობილობებს სხვადასხვა ქვეყანას?

- ჩვენ სტრატეგიულ გადაწვეტილებებს ვიღებთ. ამას მთლიანად ებრაულ მოწყობილობად ვტოვებთ, ჩინურს არაფერს ვიყენებთ. არ გვინდა, I-OnTemp-ი ჩინურ პროდუქციათან იყოს შედარებული. დაბალი ფასით კონკურენციას არ ვწევთ, თუმცა, პროდუქტი, ამ დონის გათვალისწინებთ, მაინც კონკურენტული ფასისაა. მსოფლიოს ნაწილის პოზიცია იყო, არ გვინდა ჩინურ მარაგებზე დამოკიდებულებაო, რადგან ვნახეთ, რა მოხდა, როცა ისინი ამაზე იყვნენ დამოკიდებულნი... ჩინელები კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ არაფერზე გვინდა დამოკიდებულება. ჩვენ პროდუქტს ვაწარმოებთ, ისრაელიდან ის ექსპორტზე გაგვაქვს და ამით ვამაყობთ. მთელ მსოფლიოსთან გვაქვს კავშირი, ბევრ დადებით შეფასებას ვიღებთ. ცოტა ადრე, I-OnTemp-ი ჯერ უნდა შეგვექმნა, შემდეგ - გაგვეყიდა, ახლა კი მის გაგზავნას ვიწყებთ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, აფრიკა და ა.შ. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ მალე ამ სახელმწიფოებს საქართველოც შეუერთდება და I-OnTemp-ის გამოყენებას დაიწყებს.

- რამდენადაც ვიცი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წერილი მიიღო - ამ მოწყობილობების მიღების შეთავაზება. პასუხი ჯერ არ ყოფილა?

- კონკრეტულად ჩვენ წერილებს არ ვაგზავნით, ამას დისტრიბუტორი კომპანიები აკეთებენ. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რა პასუხია საქართველოდან, თუმცა ამასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

- წარმომიდგენია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პროდუქცია განავითარეთ, იმის ცოდნაც იყო, რომ კორონავირუსი მსოფლიოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც დარჩება...

- მაშინ, როდესაც პანდემია და მასთან ერთად, პანიკა დაიწყო, მთავარი ასე ვთქვათ, ცალკეული ადამიანის „თავდაცვის წრე“ იყო, ანუ პირბადეები, ხელთათმანები და ა.შ. თუმცა ახლა, როცა მსოფლიო ისევ იხსნება და ადამიანები ერთმანეთთან შემხებლობაში კვლავ შედიან, მომდევნო „თავდაცვის გარემოზე“ უნდა ვიფიქროთ, რასაც ჩვენ „ხალხში კაცს“ ვეძახით - ხალხში ერთი კაცის გამო შეიძლება, ბევრი დაინფიცირდეს. ასე რომ, თუ მათ მალე აღმოვაჩენთ, შევძლებთ, ბევრი ადამიანი გადავარჩინოთ და ნორმალური ცხოვრების რიტმსაც დავუბრუნდეთ.

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით პირველი ონლაინ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა