ავტორი:

ჩინეთში მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც მეცნიერთა თქმით, COVID-19-ს ვაქცინის გარეშე შეაჩერებს

ჩინეთში მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც მეცნიერთა თქმით, COVID-19-ს ვაქცინის გარეშე შეაჩერებს

ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი უკვე გამოსცადეს პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.

"როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“, - აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია