ავტორი:

Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე!

Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე!

23 მაისიდან Wolt მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და მიტანის სერვისს კვლავ დილის 09:00 საათიდან თბილისში ღამის 03:00 საათამდე, ხოლო ბათუმში ღამის 01:00 საათამდე განაახლებს.ძალაში რჩება უსაფრთხოების მკაცრი ზომები - Wolt ყველა შეკვეთას ავტომატურად კვლავ უკონტაქტო რეჟიმში განახორციელებს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში Wolt-ის პარტნიორი რესტორნების დიდი ნაწილი არ მუშაობდა, შესაბამისად მომხმარებლებისთვის არჩევანიც ჩვეულთან შედარებით შეზღუდული იყო.

შეზღუდვების მოხსნა რესტორნების მუშაობაზეც დადებითად აისახება და ხელმისაწვდომი ობიექტების რაოდენობაც გაიზრდება. Wolt 2020 წლის აპრილიდან მომხმარებელს მიტანის სერვისს სუპერმარკეტებიდანაც სთავაზობს. ახლა უკვე Wolt-ის აპლიკაციით გუდვილის, გასტრონომის და სხვა სუპერმარკეტების გამოძახებაც გახდა შესაძლებელი.

*Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. Wolt მსოფლიოს 22 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

Wolt 10.000-ზე მეტ რესტორანსა და 20.000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 300-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

R

"ბიბლუსი" 12 წლის გახდა - 30%-იანი ფასდაკლება ტოპ 50 წიგნზე მხოლოდ ერთი დღით

საშეღავათო პერიოდი, რომელიცჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებობდა, დღეს დასრულდა

დღეიდან ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა