ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი 14-ით

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი 14-ით

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 728 გახდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა 509-ს შეადგენს.

"ამ ეტაპზე COVID-19-ის დიაგნოზით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მკურნალობაში მყოფებთან შედარებით 290-ით ჭარბობს.

რაც შეეხება 5 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, სამი არის დაავადებულებთან კონტაქტი და ორი არის საკარანტინო სივრციდიდან დადასტურებული. მათგან არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის"- ამბობს ეზუგბაია.

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება