ავტორი:

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად ინსულტი დაემართა და როგორც თავად ამბობს, დიდი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა. "დღეს არც სახე მაქვს მოღრეცილი და არც ტვინი", - ასე ხუმრობს ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური.

თბილისურ რუტინას გაექცა და მისაქციელში, ულამაზეს ხის კოტეჯში არჩია ცხოვრება. ეს სახლიც მეგობრებმა აუშენეს. არაგვისხეობიდან 500 მეტრში ქუჩას, რომელიც თემურ წიკლაურის სახლთან მიგიყვანთ, არწივის ქუჩა ჰქვია და ამის დამადასტურებელი ნიშანი სოფელში ნამდვილად დაგხვდებათ.

როგორია მომღერლის ახალი ცხოვრება, ამის შესახებ ბატონ თემურს AMBEBI.GE ესაუბრა:

- ახლა საუკეთესოდ ვარ, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ალბათ გაგიგიათ, რომ მედიცინაში არსებობს ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც, შიმშილით მკურნალობენ ადამიანებს. კონცერტები როცა არ არის, შიმშილობს ხომ ადამიანი?! - რეალურად არ ვშიმშილობ, ვიხუმრე, მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით.15 წლის წინ როდესაც ჯემალ ბაღაშვილი „ფიროსმანს“ დგამდა, გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად რომ დავმსგავსებოდი ცნობილ მხატვარს და უფრო ახლოს მივსულიყავი მის მდგომარეობასთან, მეშიმშილა. მაშინ 60-61 წლის ვიყავი. დავიდე თავთან წიგნები ფიროსმანის შესახებ და ვკითხულობდი, დავდიოდი ჯემალ ბაღაშვილთან და ვსაუბრობდი. ასევე ჩემი სოფლიდან, კოჯრიდან წყალი მომქონდა და მხოლოდ იმ წყალს ვსვამდი.

თავიდან ჩავიფიქრე, რომ 40 დღის მანძილზე მეშიმშილა, მაგრამ არ გამოდიოდა. რადგან შიმშილის შემთხვევაში რამდენი დღეც შიმშილობ, იმდენივე დღე უნდა საკვებით ძველებურ რეჟიმში დაბრუნება. მე კი ვერ ვასწრებდი, რადგან შემდეგ კონცერტები მიწევდა. მივეცი ბრძანება გონს, რომ 21 დღე ეშიმშილა. დავიწყე ერთად და მარტო წყალს ვსვამდი. მეოცე დღეს გონი და სხეული ერთიანად ამიჯანყდა. 21-ე დღეს 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი მივიღე, საღამოს 2 ჩაის კოვზი, მესამე დღეს კარტოფილი და ასე გამოვედი ნელ-ნელა მდგომარეობიდან.

- ბატონო თემურ, როგორც ვიცი, დიდ დროს ქალაქგარეთ ატარებთ.

- დიახ, მისაქციელში ვცხოვრობ, თუმცა თბილისში სახლი მაქვს და ძველებურად მივდივარ იქ. რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობრების, ნოდარ ბერიძისა და ვასილ ბოლაშვილის დახმარებით, შემიძინეს მიწის ნაკვეთი და ჩამიდგეს ხის სახლი. ჩემთვის ვარ, ვმღერი, ყელს ხომ ვარჯიში უნდა. ერთი ონლაინ კონცერტი 9 აპრილს გავაკეთე, ასევე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მისაქციელის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირი ეთერით გადავეცი მსოფლიოს, რომ ხალხნო, დამოუკიდებლობა მარტო ქაღალდზე დაწერილს არ ნიშნავს, სულიერად უნდა იყო დამოუკიდებელი.

- ინსულტი გადაიტანეთ, როგორც ვიცი...

- დიახ, მარცხენა ხელი და ფეხი ვერ მქონდა კარგ მდგომარეობაში. მარჯვენა ტვინში ჩამექცა ალბათ სისხლი და მარცხენა გაითიშა (იცინის). ვიბრძოლე და ექიმ სანდრო ცისკარიძის დახმარებით გადავიტანე. ათი დღე ვიწექი საავადმყოფოში და როდესაც გამომწერეს, ვიბრძოლე, ვიბრძლე და გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა არც ყბა მაქვს მოღრეცილი, არც თვალი და არც ტვინი. ხელოვანი ადამიანი გამუდმებით სტრესში იმყოფება. სიმღერისას ყოველთვის უსაშველოდ განვიცდი, როგორ მოვუარო ამ სიტყვებს, რა გრძნობით ვიმღერო. ახლა ბესიკის ლექსს „ტანო ტატანოს“ გადავეკიდე, საოცარი სიტყვათა კრებაა. ჩემმა ძმა და მეგობარმა, კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მუსიკას დაწერდა, აბა, დანარჩენები - ფოთოლი, ნახშირი, წყალი, მზე ამოვიდა, მთვარე ჩავიდა - ამაზე წერენ. ამიტომ მივმართე ნუგზარს, მან შემიქმნა „მერანზე“ და მუხრან მაჭავიანის ლექსზე „იარონ“ მუსიკა. საოცარი ლექსია „ტანო ტატანო“, რა დითირამბებით ამკობს საყვარელ ქალს.

- მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ცუდად არის და ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული, როგორ ფიქრობთ, მისი ეს მდგომარეობა ნამდვილად ნოსტალგიის ბრალია?

- ზურა, მაგას შემოვევლე, არ უნდა წასულიყო საცხოვრებლად ისრაელში. 80 ქვეყანამდე მაქვს მოვლილი და იცით რა ძნელია, ერთ კვირაში იწყება ნოსტალგია, რაც მარტო ქართველს გააჩნია. ეს ქართველი კაცის გენეტიკური კოდი და დაავადებაა. ვენესუელაში ვიყავი 1974 წელს და იქ შევხვდი ორ ქართველს - ექიმ გიორგაძეს და ფიზიკოს თორაძეს, ომის დროს წასულები იყვნენ. ვერ წარმოიდგნეთ რა დღეში იყვნენ, ერთი ამოსუნთქვა უნდოდათ საქართველოში. ცა დაგვანახაო - მართლა სხვა ცა გვაქვს, სხვა წყალი და ტყე, ალბათ ქათამი და ძაღლიც სხვა...

- მისაქციელში როგორ გრძნობთ თავს, როგორი ჰაერია?

- თბილისთან შედარებით 4-6 გრადუსამდე ტემპერატურული სხვაობაა, იმიტომ რომ ხეობაა. არაგვის ხეობიდან 500 მეტრშია ეს მიწა. აქ რომ ნიავი დაუბერავს, ერთ რამედ ღირს. მირჩიეს, რომ თბილისდან უნდა გახვიდეო, ინსულტიან კაცს სჭირდება, სუფთა, ჟანგბადით სავსე ჰაერი, იმიტომ რომ ტვინი მარაგდებოდეს ჟანგბადით და ტვინმა და ფილტვებმა სწორად იმუშაოს. ასევე წნევა არ უნდა იყოს მაღალი. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, ისეთი ნიავია, ხის აივანზე ვზივარ... მისაქციელში რომ შემოხვალ, ხელმარჯვნივ დაგხვდებათ ტრაფარეტი, რომელსაც აწერია არწივის ქუჩა, მე დავარქვი (იცინის). თავიდან ივერიის ქუჩა მინდოდა დამერქმია და მითხრეს, გვაქვს ივერისუბანიო და გადავწყვიტე არწივის ქუჩა დამერქმია. წავედი, ტრაფარეტი დავამზდებინე, დავაწერინე ზედ, მოვიტანე და აქ ჩავარჭე.

- ნატურალურ საკვებსაც მიირთმევთ, ალბათ...

- დიახ, გარეთ ყველაფერი იყიდება. ხალხი საკუთარი შრომით მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს და რძის ნაწარმს ყიდის. აქ მეზობელი მყავს მიხეილ ბრაჭული, ყველას ვუსურვებდი ასეთ მეზობელს. დღე და ღამე შრომობს და თავისი ხელით მოყავს ყველაფერი. ამიტომ ყოველდღე მაქვს კარგი კვერცხი, რძე, მაწონი, სახლის კარაქი... ახლა ნახევარ თვეში მექნება ჩემი კიტრი, პომიდორი, ლობიო, კარტოფილი, მწვანილები, ნიორი, ხახვი, ჩემი დათესილია ყველაფერი. მართალია, კონცერტები არ გვაქვს და მთავრობასაც არ ვახსოვართ, რომ არსებობენ და ამათაც ჭამა უნდათო. სოციალურად გაჭირვებულს ვერ გაგხვდიან, თორემ...

ვის ვუმღერო აბა, დარბაზში არ შეიძლება ბევრი ხალხის ერთად შეყვანა. ახლა ონლაინ ვმღერი და 60 ათასი კაცი კი უსმენს და შემოევლოს ჩემი სიცოცხლე მთელ საქართველოს და ამ ადამიანებს, მაგრამ ხანხადან მშია ხოლმე და რა ვქნა?! (იცინის). ეგ არაფერი, გავუძლებ, 21 დღე ხომ ვიყავი მშიერი და ერთი ოცდაერთსაც გავუძლებ და გამომივა 42 დღე (იცინის)...

ყველაფერი რიგზეა, მე გავიმარჯვე ინსულტზე და ამ კორონავირუსსაც დაანებეთ თავი, არაფერი არ არის. კორონავირუსმა უნდა შეაშინოს ქრისტიანი კაცი? - აღდგომა დღეს ერთი კოვზით ლამის მთელი საქართველო ეზიარა და არავის არაფერი არ მოსვლია. ამიტომ ყველას, ვისაც კორონავირუსი აქვს, წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს, იდგეს მუხლისჩოქა, შესთხოვოს უფალს და ეშველება. ამით დავამთავრებ საუბარს.

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"