ავტორი:

ახალციხეში ავარიას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა - "მანქანა ბორდიურს შეეჯახა"

ახალციხეში ავარიას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა - "მანქანა ბორდიურს შეეჯახა"

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მანქანა ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავარიაში პირადი მანქანით მოჰყვა.

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

საგარეჯოში 70 წლის ქალი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა