ავტორი:

გახარია თუ წულუკიანი? - ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?

გახარია თუ წულუკიანი? - ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?

ქვეყანაში კორონავირუსის გარკვეულწილად "დამარცხების" შემდეგ, "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც წესითა და რიგით, შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია იქნებოდა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სიის სათავეში შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიხილოთ, ამასთანავე, ამ უკანასკნელმა მმართველი ძალის კვლავ გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.

ცნობილია, რომ წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მთავრობაში თანამდებობას 2012 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს.როგორც ამბობენ, ივანიშვილი მას განსაკუთრებულად ერთგულ ადამიანად მიიჩნევს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ირაკლი ალასანიას "თავისფალი დემოკრატების" კოალიციიდან და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, წულუკიანმა, რომელიც სწორედ ამ პარტიიდან მოხვდა ხელისუფლებაში, უმალ ალასანაზე თქვა უარი, ვიდრე თანამდებობაზე.

თავად მინისტრი, აპირებს აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პერიოდში, თუმცა ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა, თუმცა წულუკიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ის იყოს მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, კალაძე არასწორს უწოდებს.

"ეს არის არასწორი ინფორმაცია. თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს... დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი - სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას," - აცხადებს კალაძე.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წულუკიანის ასე დაწინაურება, "ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება.

"თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ხელისუფლება ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას. სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.

თეა წულუკიანი რომ წამგებიანი კანდიდატურა იქნება "ქართული ოცნებისთვის" ღიად საუბრობენ ექსპერტებიც. წაიკითხეთ სრულად

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - სტუმრები: მიხეილ რამიშვილი, გიგი უგულავა და ბადრი ჯაფარიძე

LIVE - "რეზიუმეს" სტუმარია კახა კოჟორიძე

NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის