ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე

"ცხინვალში ერთი ექსპერტს მილები დაუთვლია ლუგარის ლაბორატორიის თავზე: "აი, სამი მილი უნდა ჰქონდეს და მაგათ ოთხი აქვთო" - იმნაძე