ავტორი:

"არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც ჩინეთი ცდილობს დასავლეთში ვაქცინის შექმნა ჩაშალოს" - ამერიკელი სენატორი

"არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც ჩინეთი ცდილობს დასავლეთში ვაქცინის შექმნა ჩაშალოს" - ამერიკელი სენატორი

ამერიკელი სენატორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ჩინეთი ცდილობს დასავლეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა „შეაფერხოს ან ჩაშალოს“.

„ჩვენ ეს ვაქცინა უნდა შევქმნათ. სამწუხაროდ გვაქვს მტკიცებულებები, რომ კომუნისტური ჩინეთი ჩვენი საქმიანობის საბოტაჟს ან მის შენელებას ცდილობს. ჩინეთს არ სურს, რომ ჩვენ, ინგლისმა და ევროპამ ის პირველებმა შევქმნათ. მათ სურთ, რომ ამერიკისა და დემოკრატიების მეტოქეები იყვნენ მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა BBC-ისთან ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ფლორიდის შტატიდან, რიკ სკოტმა.

სენატორი, რომელიც კონგრესში შეიარაღებული ძალების სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების კომიტეტების წევრია, ასევე აცხადებს, რომ ეს მტკიცებულებები შეიარაღებული ძალებიდან და დაზვერვიდან მომდინარეობს, თუმცა მას სხვა დეტალებზე აღარ უსაუბრია.

„არის საკითხები, რასაც ვერ განვიხილავ. მე მოგეცით ინფორმაცია“, - აღნიშნა მან წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ.

Ryanair-ის თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ წერილის გამო, საგანგებოდ დაეშვა

28 ათასი განადგურებული სახლი და 140-ზე მეტი გარდაცვლილი - ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა (ფოტოები)

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტას ცოლი კელი პრესტონი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა