ავტორი:

"ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის" - პაატა იმნაძე Covid-19-ზე კლიმატის გავლენასა და ტურიზმის საფრთხეებზე

"ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის" - პაატა იმნაძე Covid-19-ზე კლიმატის გავლენასა და ტურიზმის საფრთხეებზე

კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას თუ რა როლი აქვს კორონავირუსის კონტროლის მიმართულებით კლიმატს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია ყველა ხედავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.

„ზაფხულია და ცხელა, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით და უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა’’,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ტურიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.

„ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1-ელი ივლისიდან გარე ტურიზმი იხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის“, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს, იმნაძის თქმით, 1-ელ ივლისამდე შესაძლოა, რაღაცები შეიცვალოს.

„აქამდე კორონას არ დავხვდით ხომ მემგონი ცუდად? მიმდინარეობს მუშაობა, 1-ელ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცები დალაგდეს, შეიცვალოს, ყველაფერს მოგახსენებთ თავის დროზე“, - განაცხადა იმნაძემ.

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

"ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია