ავტორი:

"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი

"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსახლეობას გონიერების გამოჩენა მოუწევს, რათა ის მიღწევა არ დაიკარგოს, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში მოიპოვა.

"11 ივნისის მდგომარეობით ინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი.

ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი.

ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში.

ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია