ავტორი:

"4 შემთხვევა, რომელთა პირველადი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს" - გამყრელიძე

"4 შემთხვევა, რომელთა პირველადი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს" - გამყრელიძე

გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია მათი პირველადი კონტაქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი 4 შემთხვევა, რომელთა პირველადი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს.

"გუშინ დაგვიფიქსირდა სულ 6 ახალი შემთხვევა, ერთი გახლავთ კარანტინიდან ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. კარანტინში განუვითარდა სიმპტომები და დაუდგინდა კოვიდი. დანარჩენმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მათი პირველადი კონტაქტების. ასევე მიმდინარეობს მეორეული, მესამედი კონტაქტების ძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევის პირველად წყაროზეც გავალთ და მოხდება ამ კლასტერების დახურვა უახლოეს მომავალში.

გუშინდელი 4 შემთხვევა გარკვეულად შემაშფოთებელია. ეს არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ადვილად ვერ მართავს, მაგრამ ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ „კოვიდ 19“ უკვე დავამარცხეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია