ავტორი:

15 მარშრუტს, სადაც თბილისში პიკის საათებში მგზავრთა დიდი ნაკადია, ავტობუსები ემატება

15 მარშრუტს, სადაც თბილისში პიკის საათებში მგზავრთა დიდი ნაკადია, ავტობუსები ემატება

მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან, დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

"რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება.

მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთოს მძღოლები არიან - ერთი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია - რა წერია ინფიცირებულ მედპერსონალებზე NCDC-ს ანგარიშში

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?