ავტორი:

"ტრამპთან ერთად თბილისში ღამის კლუბებში დავდიოდი, ფანტანებზეც ვხტუნავდით" - მიხეილ სააკაშვილი

"ტრამპთან ერთად თბილისში ღამის კლუბებში დავდიოდი, ფანტანებზეც ვხტუნავდით" - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად, თბილისში ღამის კლუბებში დადიოდა და ფანტანებზე ხტუნავდა.

"მე ყოველთვის ვღებულობდი სტუმრებს, ვატარებდი მათ, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა იქ მისვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს, რომელიც ათჯერ იყო. იყო ტრამპი. მასთან ერთად ფეხით დავდიოდით, ჩემი ელექტრომობილითაც ვატარებდი დილის შვიდ საათანმდე. ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებზეც ვხტუნავდით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" ჟურნალისტის იუთუბ არხზე.

მანვე აღნიშნა, რომ მას ღამით ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკიც სტუმრობდა, რომელმაც მას სთხოვა ვიღაც გოგოსთან ერთად მისი ქორწილის უზრუნველყოფა. სააკაშვილის თქმით, ქორწილის ორგანიზება ღამევე მოხდა, მაგრამ გოგონა გაიქცა.

რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის 2008 წელს - დეტალი, რომელიც სარკოზის მემუარებიდან გახმაურდა

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ირაკლი კობახიძის პოზიცია

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით