ავტორი:

ხოშტარია გახარიას: "ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით სუს-ს და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია!"

ხოშტარია გახარიას: "ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით სუს-ს და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია!"

ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

„კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია,“-განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არ გაჰკვირვებია, რომ გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისზე არ ისაუბრა.

„ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

"მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? - არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს" - ელენე ხოშტარია

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას...ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას" - ირაკლი კობახიძე

"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე