ავტორი:

"კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა.

მისივე თქმით, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მას მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, ის ასევე შეეხო ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა და აღნიშნა, რომ მას პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია.

„რაც შეეხება ახალ ვირუსს, ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს“,-აღნიშნა იმნაძემ.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება