ავტორი:

ვინ იყო 17 წლის გოგო, რომელიც წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა და რატომ დააკავეს საქმეზე არასრულწლოვანი

ვინ იყო 17 წლის გოგო, რომელიც წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა და რატომ დააკავეს საქმეზე არასრულწლოვანი

წყალტუბოში ლიფტის შახტში 17 წლის გოგოს ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანია დაკავებული. დაკავებულ ბიჭს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

არსებული ინფორმაციით, მან გამოძიებასთან იცრუა, თითქოს შემთხვევის ადგილზე არ იყო, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს გარდაცვლილი არასრუწლოვანი გოგოს ოჯახს. ოჯახის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ყველა კითხვას უპასუხონ. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რატომ იყო მათი შვილი მესამე სართულზე. მათთვის ასევე უცნობია, თუ ვინ არის დაკავებული მომხდარზე.

შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლიი გოგონა 17 წლის ნინი სარალიძეა. მან სკოლა წყალტუბოში დაამთავრა და წელს გამოცდების ჩაბარებას აპირებდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე