ავტორი:

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში „18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“.

მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“.

რამიშვილის განცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ლეპტოპით არის შესული 18 ივლისს, 10:02 საათზე, მას შემდეგ კი ლეპტოპს არავინ გაკარებია.

როგორც მან ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განუცხადა, ისტორიაში ვებგვერდებზე უამრავი შესვლა ფიქსირდება, მაგრამ ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს.

ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა. 2. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნულო ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში. 3. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.

ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი. მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმეში აუცილებლადაა ჩასართავი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები.

„უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ კომპიუტერთან მიმართებით ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ის ვერსიები, რომ ამ გოგომ, თითქოსდა, მართლა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისეთი ფოტოებია იქ, გაურკვეველი ყვავილების, პეიზაჟების.

ადამიანი, რომელიც დასაქმებულია და მცოდნეა კომპიუტერული სისტემების, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციია იქ არ არის.

„იუთუბზეა“ შესული. ბოლოს არის შესული 18 ივლისს 10:02 საათზე, რაღაც საიტზე და მას შემდეგ ლეპტოპს არავინ გაკარებია.

თუ ასეთი არაფრის მთქმელი ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ კლონირებას და პროცედურებს. ამათი განმარტებით, რაც მათ გადმომცეს ყველაფერი სრულად ჩაატარეს. განცდა მაქვს ერთი, ეჭვი მეპარება ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. ლეპტოპის გახსნის პროცესი ახლახანს დასრულდა.

"დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა

ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს - შსს