ავტორი:

"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან

"დღეს დაბადების დღე აქვს, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს" - ცოტნე გამსახურდიას ახალი ფოტო კლინიკიდან

უკვე რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია გერმანიაში, შმიდერის კლინიკაში მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს მისი მეუღლე ანა ჯაბაური. როგორც ჩანს, ცოტნეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მკურნალობის პროცესიც კარგად მიდის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯაბაურმა კლინიკიდან ახალი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დღეს ცოტნე გამსახურდია იუბილარია და მილოცვებს საავადმყოფოში იღებს.

"ცოტნე 44, ისევ ბრძოლაში... მაგრამ ოპტიმისტურად, HB" - წერს ფოტოს კომენტირებისას ანა ჯაბაური.

სოციალურ ქსელში ულოცავს ძმას დაბადების დღეს კონსტანტინე გამსახურდია.

"დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.".

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

დავით ნარმანიამ 2020 წელს 45 ათასი ლარის ოდენობის პრემია აიღო - რა ქონებას ფლობს სემეკის თავმჯდომარე